აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დასრულდა აპარატის (მესამე რანგი-მეორე კატეგორია) უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის მეშვეობით გამოცხადებული კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა 36 (ოცდათექვსმეტი) კანდიდატმა, რომელთაგან საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე – (ტესტირება) გადასვლის უფლება მოიპოვა 2 (ორმა) კანდიდატმა. კონკურსში მეორე ეტაპის (ტესტირება) გადასალახად გამოცხადდა 1 (ერთი) კანდიდატი. ტესტების პასუხების შეფასების შედეგად გაირკვა, რომ კონკურსის მეორე ეტაპი წარმატებით გადალახა ერთმა კანდიდატმა რითაც მოიპოვა კონკურსის მესამე ეტაპზე-გასაუბრებაზე გადასვლის უფლება. კონკურსის მე-2 ეტაპის (ტესტირების) შეფასების ქულებისა და მე-3 ეტაპის (გასაუბრება) შედეგების გათვალისწინებით, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საკონკურსო კომისიამ გამოავლინა კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი.