მთავარი/................/წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში/მთავარი/ახალი ამბები
წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების მიზნით განცხადებების მიღება მიმდინარეობს.

 ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა შემდეგ კატეგორიებზე:

- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე - 150 ლარი;

- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე - 150 ლარი;

- მარჩენალდაკარგულებზე (თანხა გაიცემა გარდაცვლილის ოჯახის მხოლოდ ერთ წევრზე) - 150 ლარი;

- დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანებზე (თითოეულზე) - 150 ლარი;

- ოთხი და მეტი არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე - 150 ლარი;

- 100 წელს გადაცილებულებზე (თითოეულზე) - 150 ლარი;

- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებზე და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე (თითოეულზე) - 150 ლარი;

- სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე - კომისიური გადაწყვეტილებით არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა.