აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა არის უფლებამონაცვლე ყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების: ქ.სოხუმის მერიის; ქ.სოხუმის რ-ის გამგეობის; ქ. გაგრის მერიის ; ქ. ოჩამჩირის; ქ.გალის; ქ. გუდაუთის, რომლის უფლებამოსილება ვრცელდება ქ.თბილისის, კახეთის, ქვემო-ქართლის,შიდა ქართლის,მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეში. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა:ქმედითი და ფუნქციურად დატვირთული დაწესებულებაა. წარმომადგენლობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: დევნილის( სტატუსის მაძიებლის) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა; დასკვნის გაცემა;ცნობის გაცემა; ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა კატეგორიების მიხედვით: 1. მეორე მსოფილო ომის ვეტერანები, 2. მარჩენალდაკარგულები,3. პირველიჯგუფის ინვალიდები. 4. ოთხი ან მეტი მცირეწლოვანი ოჯახში,5. დედ-მამით ობოლი ბავშვები, 6. უნარ შეზღუდული ბავშვები და სხვა განსაკუთრებული შემთხვევები; მცირე- სარემონტო სამუშაოების დაფინანსება დევნილთა კომპაქტურად განსახლების ადგილებში; სავალდებულო სამხედრო და არა სამხედრო სამსახურში 18-27 წლამდე დევნილ წვევამდელთა მოძიება-აღრიცხვა-გაწვევა; დევნილთა საერთო აღრიცხვა და ანალიტიკა; დევნილების სამართლებრივი და სოციალური გარანტიების შესახებ ინფორმიერება; კონსულტაცია; სამართლებრივი დახმარება; შუამდგომლობა სხვა სახ-ფო ორგანოებთან; თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ტრეინინგ-სემინარების გამართვა უნარ-ჩვევების, სიახლეების და სხვა მიმართულებების და სერვისების დასამკვიდრებლად; ქ.თბილისში, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა-ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეში მჭიდრო თანამშრომლობა კომპაქტურად განსახლებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან: მათი კონსულტირება, ინფორმიერება , სერვისების გაცნობა, ინფორმაციის მიღება- განახლება, პრობლემებზე რეაგირება-შუამდგომლობა და სხვა. ჩვენი მიზანია დევნილთა მიმართულებით მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გაუმჯობესებისათვის ახალი სერვისების დანერგვის, არსებულის მოდერნიზაციის და ბევრი სხვა ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების გატარება.