2019 წლის 11 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში მორიგი თათბირი გაიმართა, თათბირს უძღვებოდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი დემურ კეკელია, რომელმაც მადლობა გადაუხადა წარმომადგენლობის თანამშრომლებს გასულ კვირას ჩატარებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისათვის. განსაკუთრებით საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან მიძღვნილი მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
თათბირზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებზე და ჩატარებული საქმიანობის სამთავრობო ინტერნეტ პორტალზე განთავსების მნიშვნელობაზე, ასევე საგაზაფხულო სამუშაოების დაგეგმარებასა და დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, როგორც ქ. თბილისში ისე რეგიონებში. მოისმინეს წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ინფორმაცია გასულ სამუშაო კვირას ჩატარებული საქმიანობის შესახებ.
შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა ბატონი დემურ კეკელია.