მიმდინარე წლის 13 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში მორიგი თათბირი გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი დემურ კეკელია უძღვებოდა, მან ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომლები ( 9 მაისის ზეიმი, დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან შეხვედრები, მათზე საჩუქრების გადაცემა).
თათბირზე აღინიშნა წვევამდელთა გაწვევის სამსახურის გააქტიურება. განხილული იქნა სამომავლო გეგმები, შეხვედრები კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან, როგორც ქ. თბილისში ისე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში.
ბატონმა დემურ კეკელიამ საჭიროდ ჩათვალა იმ თანამშრომელთა ინფორმაციების სისტემატიური მოსმენა, რომლებიც მიმაგრებული არიან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში.