აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ. თბილისში, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში მიმდინარეობს მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის შემდეგი სამუშაოები:
- ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, დავით აღმაშენებელის N-58: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის შესასვლელი დაზიანებული ორფრთიანი კარის მოხსნა და ახალი ლითონის ორფრთიანი კარის მოწყობა.
- ქ. თბილისი, ქერჩის N-6 ბ: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის სადარბაზოში მეტალო-პლასტმასის ფანჯრების მოწყობა.
- ქ. თბილისი, ჭიჭინაძის N-9: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის არსებული დაზიანებული წყალსადენის სისტემის მოხსნა და ახალი წყალსადენის სისტემის გაყვანა.
- ქ. თბილისი, ზღვის უბნის, მე-11 მ/რ, მე-2 კვარტალი, კორპუსი N-21ა: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის არსებული დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის მოხსნა და ახალი საკანალიზაციო სისტემის მოწყობა.