აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ. თბილისში, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში მიმდინარეობს მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის შემდეგი სამუშაოები:
- ქ.თბილისი, ვარკეთილი-3, მე-4 მ/რ, კორპუსი N-42ა: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის შესასვლელი კიბის მარშის აღდგენა.
- ქ. თბილისი, ვარკეთილი-3, მე-3 მ/რ, რ. დვალის ქ. N-11 : მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის შესასვლელი კიბის მარშის მოაჯირების მოწყობის სარემონტო სამუშაოები.
- ქ. თბილისი, ქერჩის ქ. N-12: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედის მოაჯირების მოწყობის სარემონტო სამუშაოები.
- ქ. თბილისი, პოლიციის ქ. N-13/15: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის მე-2 სართულის დერეფანის ლესვითი და სამღებრო სამუშაო.