აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ. თბილისში, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტებში მიმდინარეობს მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის შემდეგი სამუშაოები:
- ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N-138: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის მე-4 სართულზე სველი წერტილის დაზიანებული წყლის სისტემის მოხსნა და ახალი წყლის სიტემის მოწყობა.
- ქ. თბილისი, ოქროყანა, ზონა ,,ა’’, ბესიკის ქ.N-2ა: მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობის, 1-ლი და მე-2 სადარბაზოს შესავლელებთან ქარსაჩეხების გადახურვის მოწყობა.
- ქ. თბილისი, ვარკეთილი-3, მე-2 მ/რ, კორპუსი N-34: მიმდინარეობს შენობის მე-2 სადარბაზოში შესასვლელი კიბის მარშის და მოაჯირების მოწყობა. სადარბაზოს იატაკის ქვიშა-ცემენტის ხსნარით მოჭიმვა.