მთავარი/................/წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში/მთავარი/ახალი ამბები
წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში
ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გაიმართა.

მიმდინარე წლის 11 თებერვალს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან დავით ძალამიძესთან ერთად თბილისში, ნაძალადევის რაიონში ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს, სადაც გაეცნენ იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და მათი პრობლემები მოისმინეს.