მთავარი/................/წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში/მთავარი/ახალი ამბები
წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
წარმომადგენლობა ხონის ყოფილ სამხედრო დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა აგრძელებს შეხვედრებს სამოქმედო რეგიონში დროებით განთავსებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან, მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლებისა და მათ წინაშე არსებული პრობლემების შესწავლა-მონიტორინგის მიზნით.

მიმდინარე წლის 20 თებერვალს ასეთი შეხვედრა მოეწყო ხონის ყოფილ სამხედრო დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებთან. ტრადიციულად მათ მიეწოდათ ინფორმაციები საქართველოს ცენტრალური, დევნილთა სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურისა და ხონისმუნიციპალიტეტის  2017 წლის ბიუჯეტებით გათვალისწინებულ ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და საარსებო წყაროებზე დევნილთა ხელმისაწვდომობის პროგრამებისა და სხვადასხვა სერვისების შესახებ. გადაეცათ სათანადო ნაბეჭდი მასალაც. კომპეტენციის ფარგლებში მიეცათ სათანადო ახსნა -განმარტებები მათთვის საინტერესო საკითხებზე. შესწავლილ იქნა  საყოფაცხოვრებო, სოციალური და სხვა ინდივიდუალური სახის პრობლემები. საინტერესო მსჯელობა გაიმართაიძულებითგადაადგილებულპირთა - დევნილთამიმართ2017-2018 წლებშისახელმწიფოსტრატეგიისგანხორციელებისსამოქმედოგეგმის ირგვლივ. ცალსახად აღინიშნა, რომ რეფორმები გასატარებელია, თუმცა დევნილის შემწეობის მისადაგება მათ საჭიროებებთან მოითხოვს გულმოდგინე შესწავლა-განხილვას, მკაფიო და მისაღები კრიტერიუმების ჩამოყალიბებას და  დევნილთა ფართო ფენების ჩართულობას, რისთვისაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დელეგაციასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.