2017 წლის 24 ივნისს ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ -ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა. აჭარაში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, მთავრობის წარმომადგენლებთან არსებულ პრობლემურ საკითხებზე და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.