დღეს, 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. ამ ტრაგიკული დღის აღსანიშნავად იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ - ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმოამდგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალზე იმყოფებოდნენ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსი გელა ცინაძე და სამსახურის თანამშრომლები. ასევე, ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ქუთაისის საქალაქო კავშირის თავმჯდომარე მიხეილ (გოგი) ჯანელიძე, ა/ო „აფხაზინტერკონტის“ თავმჯდომარე არჩილ ელბაქიძე და აფხაზეთის ომის ვეტერანები.