![](http://abkhazia.gov.ge/uploads/news/1551170030345808558.jpeg)
2019 წლის 20 თებერვალს წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფორსი გიორგი ლეკვეიშვილი და ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტები ციალა კოპალიანი და ლელა სახელაშვილი საჩხხერე-ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ მთავრობისა, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს, წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.