აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ხონში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. ის ადგილობივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო დევნილთა პრობლემებს და იმსჯელეს მათი ერთობლივად მოგვარების გზებზე. რუსლან აბაშიძემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომელიც მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ხონის #2 ბაგა-ბაღში და #4 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რომელიც დევნილ ბავშვებს მოემსახურება.
შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.