მთავარი/................/წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში/მთავარი/ახალი ამბები
წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე  ქობულეთსა და ჩაქვში განსახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე  ქობულეთსა და ჩაქვში განსახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დევნილებმა ინფარასტრუქტურულ, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს.  მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას გააცნეს რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მათ სოციალურ პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ლაშა გადილია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.