მთავარი/................/წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში/მთავარი/ახალი ამბები
წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დევნილთა საჭიროებებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.  შეხვედრის ფარგლებში, ასევე, სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ის სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც რომელიც დევნილთათვის უფასო სწავლებას და მომოავალში მათ დასაქმებას ითვალისწინებს.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმოადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნანა ჭანტურია მონაწილეობდნენ.