დღეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის ა/რ მთავრობის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მეომორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის მიზანია აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად ერთობლივი საერთაშორისო და ახალი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, მოხალისეების ჩართულობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესში, სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის განხორციელება, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად სამუშაოების მაძიებელთა პროფესიული მომზადების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება და მათში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირთა ჩართულობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი დავით ფაცაცია; აფხაზეთის ა/რ განათლებისა კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ქვაჩახია; აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ნანა გოგოხია; ზესტაფონის მუნიციპალუტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და წარმომადგენლობის თანამშრომლები.