ქ.ქუთაისში, შერვაშიძის #53-ში მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიამ“ სარემონტო სამუშაოები დაასრულა.
წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელმა კომისიამ“ მცირე და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, ქ.ქუთაისში, შერვაშიძის #53-ში არსებული დევნილთა საცხოვრებელი ობიექტის ამხანაგობის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე სარემონტო სამუშაოები ჩაატარა. კომისიის თავმჯდომარის გიორგი ლეკვეიშვილისა და კომისიის წევრების მიერ პრობლემის ადგილზე დათვალიერების, შესწავლისა და და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მოზადების შემდეგ, დაახლოებით 600 (ექვსას) ლარამდე ღირებულების სამუშაოები შესრულდა. კერძოდ, მოხდა შენობის მეორე სადარბაზოს მე-14, მე-15 და მე-16 სართულებზე წყალმიმღები მილების და წყალშემკრები ძაბრების მონტაჟი. ასევე, გადაიხურა და გამაგრდა ("დაშურუპდა") დაზიანებული სახურავის პარაპეტებზე არსებული თუნუქის სახურავი (შეიცვალა ერთი ცალი ახალი ფურცელი) 20 გრძივ მეტრამდე. შენობის პირველ სადარბაზოსთან დამონტაჟებულ წყალშემკრებ თუნუქის მილზე დამონტაჟდა თუნუქის მუხლი. სამუშაები დასრულებულია და მიმდინარე წლის 21 თებერვალს ჩაბარდა.
იხ. ფოტომასალა