2020 წლის 23 თებერვალს წარმომადგენლობის თანამშრომლებმა თეიმურაზ წულაიამ და ირინე წიფიანმა, აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს, ქუთაისი, დადიანის ქ. #10-ში მცხოვრებ, პირველი ჯგუფის ინვალიდ ვალერი დოლბაიას ინვალიდის ეტლი გადასცეს. ვალერი დოლბაიამ 2019 წლის სექტემბრის თვეში მომართა წარმომადგენლობას აღეძრა შუამდგომლობა აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე ინვალიდის ეტლის დასამზადებლად. წარმომადგენლობის ჩართულობით, (კანონით დადგენილი წესით ზომების აღება, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება), წერილობითი შუამდგომლობისა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით უზრუნველყოფილი იქნა ეტლის ადგილზე მიწოდება და საექსპლუატაციო მდგომარეობაში მოყვანა.