იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთიდან დევნილი ჯუმბერ ჩხეიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
ჯუმბერ ჩხეიძე იყო აფხაზეთიდან, ოჩამჩირის რაიონი სოფ. არადუს მკვიდრი. დევნილობაში ცხოვრობდა წყალტუბო, სან „გეოლოგში". როგორც შშმ პირი, წლების განმავლობაში იყო წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის" პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიმღები ყოველწლიური ბენეფიციარი.