მთავარი/წარმომადგენლობა/წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში/მთავარი
წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში

ახალი ამბები

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  2025 წლის  27 იანვრის  №1 დადგენილებით.

განისაზღვრა: I). ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით დაფინანსდებიან.

ერთჯერადი დახმარების მიღების პირობები, წარსადგენი დოკუმენტაცია

 1. ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველმა პირმა (ბენეფიციარი) - მშობელმა, ან ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას და წარუდგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია კატეგორიების მიხედვით:

ა) ზემო აფხაზეთიდან   სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროდუქტების და ჰიგიენის საგნების შესყიდვის, ვაუჩერის წესით დაფინანსება - ერთი ვაუჩერი 310  (სამასათი) ლარის ოდენობით - წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა.ა) განმცხადებლის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი)

ა.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა;

ა.გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);

ა.დ) ბავშვის დევნილის მოწმობა (ასლი);

ა.ე) ბავშვის მეურვის ან მზრუნველის პირადობის მოწმობა (ასლი);

ა.ვ) არსებობის შემთხვევაში - მეურვის ან მზრუნველის დევნილის მოწმობა (ასლი);

ა.ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველის ოჯახის სტატუსის და სარეიტინგო ქულების შესახებ, გაცემული არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა წარმომადგენლობაში განცხადების წარდგენამდე;

ა.თ)  არსებობის შემთხვევაში - ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის - ბავშვის  შესახებ;

ა.ი)  არსებობის შემთხვევაში - ცნობა  მშობლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ;

ა.კ)  არსებობის შემთხვევაში - ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ა.ლ)  არსებობის შემთხვევაში - სამი ან მეტი არასრულწლოვანშვილიანი ოჯახის ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ა.მ) არსებობის შემთხვევაში - ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;

ა.ნ) არსებობის შემთხვევაში - ცნობა ონკოლოგიური ან სხვა მძიმე დაავადების შესახებ(ფორმა №100 ).

გასათვალისწინებელია რომ:

ა.ა) ოჯახის ოთხ წლამდე ერთ ბავშვს - ერთი ვაუჩერი;

ა.ბ) ოჯახს რომელსაც ჰყავს ტყუპები - თითოეულს ერთი ვაუჩერი;

ა.გ) ოჯახს რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.დ) ოჯახს რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - ბავშვი - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ე) ოჯახს სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ვ) ოჯახს სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ომის ვეტერანია - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ზ) ოჯახს სადაც მშობელს აქვს მარტოხელა მშობელის სტატუსი - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.თ) ოჯახს სადაც ბავშვი და/ან მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირია - დამატებით ერთი ვაუჩერი.

II). ზემო აფხაზეთიდან დევნილ, ამჟამად უმუშევარ ან პენსიონერი პედაგოგებისთვის ერთჯერადი  250 (ორასორმოცდაათილარის  დახმარების მიზნით წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ბ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ბ.ბ) განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი);

ბ.გ) ცნობა - საქართველოს შემოსავლების სამსახურიდან, იმის შესახებ რომ განმცხადებელი 2024 წლის 1 იანვრიდან არ იყო ნებისმიერი სახით გადასახადის გადამხდელი;

ბ.დ) ცნობა ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრიდან პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ;

ბ.ე)  ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა. (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 16 აგვისტოს №25 დადგენილება). 

დადგენილებით განისაზღვრა, ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით დაფინანსდებიან.

გასათვალისწინებელია რომ:

ა.ა) ოჯახის ოთხ წლამდე ერთ ბავშვს - ერთი ვაუჩერი;

ა.ბ) ოჯახს რომელსაც ჰყავს ტყუპები - თითოეულს ერთი ვაუჩერი;

ა.გ) ოჯახს რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.დ) ოჯახს რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - ბავშვი - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ე) ოჯახს სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ვ) ოჯახს სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ომის ვეტერანია - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.ზ) ოჯახს სადაც მშობელს აქვს მარტოხელა მშობელის სტატუსი - დამატებით ერთი ვაუჩერი;

ა.თ) ოჯახს სადაც ბავშვი და/ან მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირია - დამატებით ერთი ვაუჩერი.

2023 წლის განმავლობაში ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის #1 დადგენილების შესაბამისად, სოციალური პროგრამის ფარგლებში: ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განხორციელდა ვაუჩერის წესით პროდუქტების და ჰიგიენის საგნების მიწოდება; ბ) ზემო აფხაზეთიდან დევნილ, ამჟამად უმუშევარ ან პენსიონერ პედაგოგებს გაეწია ერთჯერადი ფულადი დახმარება.

ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში, ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების ორ წლამდე ბავშვებისთვის კვების პროდუქტების და ჰიგიენის საგნების მიწოდების მიზნით, მევლუდ ჯაჭვლიანმა - ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქ.ქუთაისში და ქ.წყალტუბოში მცხოვრებ ზემო აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ვაუჩერები გადასცა.

ვაუჩერების გადაცემაში მონაწილეობას ღებულობდნენ: ნათია კოპალიანი - აფხაზეთის ა.რ. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი; ლაშა მარგიანი - აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ქ.თბილისში და თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრებ, ზემო აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში, ორ წლამდე ბავშვებისთვის კვების პროდუქტების და ჰიგიენის საგნების შესაძენად ვაუჩერები გადასცა.

მევლუდ ჯაჭვლიანმა, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ერთ წლამდე და ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროდუქტების და ჰიგიენის საგნების მიწოდების მიზნით, ქ. ქუთაისში და ქ. წყალტუბოში მცხოვრებ ზემო აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს  ვაუჩერი გადასცა.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტმა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობამ, ქ.ქუთაისში, ბოლნისში, წალკა, დმანისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ დევნილ მოსახლეობას დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და სასურსათე პაკეტები გადასცა.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტმა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობამ, ქ.ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ დევნილ მოსახლეობას სასურსათო პაკეტი გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და  ზემო აფხაზეთში მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი ქალაქ გარდაბანში იმყოფებოდნენ, სადაც აღმაშენებლის ქუჩაზე  მცხოვრებ კოდორის ხეობიდან დევნილ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე, ხანდაზმულ  ბენეფიციარებს  პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი პირადად გადასცეს.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტმა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობამ, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 2001-2019წწ. დაბადებულ ბავშვებს, ომში დაღუპული პირის ოჯახის წარმომადგენელს, ხანდაზმულ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მარტოხელა პენსიონერებს დამდეგი შობა - ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და გადასცა საახალწლო საჩუქარი - სასურსათო პაკეტი (ფქვილი, შაქარი, ზეთი, მაკარონი).