"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 იანვრის №1 დადგენილებით.
განისაზღვრა: I). ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით დაფინანსდებიან.
ერთჯერადი დახმარების მიღების პირობები, წარსადგენი დოკუმენტაცია
1. ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველმა პირმა (ბენეფიციარი) - მშობელმა, ან ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას და წარუდგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია კატეგორიების მიხედვით:
ა) ზემო აფხაზეთიდან სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროდუქტების და ჰიგიენის საგნების შესყიდვის, ვაუჩერის წესით დაფინანსება - ერთი ვაუჩერი 310 (სამასათი) ლარის ოდენობით - წარმოდგენილ უნდა იქნეს:
ა.ა) განმცხადებლის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი)
ა.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა;
ა.გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);
ა.დ) ბავშვის დევნილის მოწმობა (ასლი);
ა.ე) ბავშვის მეურვის ან მზრუნველის პირადობის მოწმობა (ასლი);
ა.ვ) არსებობის შემთხვევაში - მეურვის ან მზრუნველის დევნილის მოწმობა (ასლი);
ა.ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველის ოჯახის სტატუსის და სარეიტინგო ქულების შესახებ, გაცემული არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა წარმომადგენლობაში განცხადების წარდგენამდე;
ა.თ) არსებობის შემთხვევაში - ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის - ბავშვის შესახებ;
ა.ი) არსებობის შემთხვევაში - ცნობა მშობლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ;
ა.კ) არსებობის შემთხვევაში - ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ა.ლ) არსებობის შემთხვევაში - სამი ან მეტი არასრულწლოვანშვილიანი ოჯახის ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ა.მ) არსებობის შემთხვევაში - ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;
ა.ნ) არსებობის შემთხვევაში - ცნობა ონკოლოგიური ან სხვა მძიმე დაავადების შესახებ(ფორმა №100 ).
გასათვალისწინებელია რომ:
ა.ა) ოჯახის ოთხ წლამდე ერთ ბავშვს - ერთი ვაუჩერი;
ა.ბ) ოჯახს რომელსაც ჰყავს ტყუპები - თითოეულს ერთი ვაუჩერი;
ა.გ) ოჯახს რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი - დამატებით ერთი ვაუჩერი;
ა.დ) ოჯახს რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - ბავშვი - დამატებით ერთი ვაუჩერი;
ა.ე) ოჯახს სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია - დამატებით ერთი ვაუჩერი;
ა.ვ) ოჯახს სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ომის ვეტერანია - დამატებით ერთი ვაუჩერი;
ა.ზ) ოჯახს სადაც მშობელს აქვს მარტოხელა მშობელის სტატუსი - დამატებით ერთი ვაუჩერი;
ა.თ) ოჯახს სადაც ბავშვი და/ან მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირია - დამატებით ერთი ვაუჩერი.
II). ზემო აფხაზეთიდან დევნილ, ამჟამად უმუშევარ ან პენსიონერი პედაგოგებისთვის ერთჯერადი 250 (ორასორმოცდაათი) ლარის დახმარების მიზნით წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ბ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ბ.ბ) განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი);
ბ.გ) ცნობა - საქართველოს შემოსავლების სამსახურიდან, იმის შესახებ რომ განმცხადებელი 2024 წლის 1 იანვრიდან არ იყო ნებისმიერი სახით გადასახადის გადამხდელი;
ბ.დ) ცნობა ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრიდან პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ;
ბ.ე) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.