აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, კულტურის ცენტრ შპს ,,თბილისი არტ ჰოლი’’, შპს „თანამედროვე ახალგაზრდული პროფესიული თეატრი სივრცე“-სა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა

28 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, კულტურის ცენტრ შპს ,,თბილისი არტ ჰოლი’’, შპს „თანამედროვე ახალგაზრდული პროფესიული თეატრი სივრცე“-სა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა განსაზღვრეს თანამშრომლობის სფეროები: სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან ბავშვების განვითარების მიზნით, მათი ჩართულობა კულტურის ცენტრში არსებულ სხვადასხვა აქტივობებში.
1. კულტურის ცენტრი შპს „თბილისი არტ ჰოლი’’ მის მიერ შერჩეულ ბავშვებს მისცემს საშუალებას, სრულიად უფასოდ, დაეუფლონ ქართულსა და სამეჯლისო ცეკვებს, მხატვრულ კითხვასა და საბალეტო ხელოვნებას;
2. შპს ,,თანამედროვე ახალგაზრდული პროფესიული თეატრი სივრცე’’ მის მიერ შერჩეულ ბავშვებს, ასევე უფასოდ მისცემს საშუალებას, მონაწილეობა მიიღონ თეატრის მიერ დადგმულ სპექტაკლებში.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტი უზრუნველყოფს ქასთინგისთვის, (სადაც ჟიურის მიერ მოხდება მოზარდთა შერჩევა, გადანაწილება სხვადასხვა წრეებში) სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ზემო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების ინფორმირებას და ქასთინგზე მოზარდთა დასწრების ორგანიზებას.
აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს ,, თბილისი არტ ჰოლი’’-ს დირექტორმა ნანა გოდერძიშვილმა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ.
ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პირები.