აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები თბილისის დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნენ.

აღნიშნულ მისამართზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და გლდანის რაიონის გამგეობის ერთობლივი დაფინანსებით, დევნილთა განსახლების ობიექტზე სახურავის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 54 ოჯახი ცხოვრობს. ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულება 70 000 ლარს შეადგენს.  

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.