მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილი - ჟიული შარტავა თავისი საქმით და იდეებით იყო პიროვნება რომელიც დაიბადა გმირობისთვის

საქართველოს ეროვნული გმირს ჟიული შარტავას 81 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრ ლიკა შარტავასთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს პატივი მივაგე საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას. ჟიული შარტავა თავისი საქმით და იდეებით იყო პიროვნება, რომელიც დაიბადა გმირობისთვის.

ჩემთვის, როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისთვის, ძალიან საამაყოა და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობაც ვიყო მისი თანამდებობრივი მემკვიდრე.

მისმა სიმამაცემ, თავდადებამ და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულმა, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობას და სამუდამოდ უკვდავყო ჟიული შარტავას სახელი. რაც მან თავისი სიცოცხლით გაიღო, ამას ჩვენ, ქართველები და აფხაზები,  მშვიდობისა და ხალხის ერთობის გზით მივაღწევთ და აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ეროვნული გმირის საფლავზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.