აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

თბილისში წმიდა მოწამე ბასილისკოს სახელობის ტაძრის მშენებლობა იგეგმება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის მეუფე სერაფიმეს კურთხევითა და მამა გიორგი (შენგელაიას) ინიციატივით მომავალში წმიდა მოწამე ბასილისკოს სახელობის ტაძრის მშენებლობა იგეგმება. უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სავედრებელი პარაკლისი მეუფე სერაფიმემ აღავლინა.

პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესმრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე და დევნილი საზოგადეობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პარალელურად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმავე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია ჩატარდა.

ცნობისთვის, წმინდა ბასილისკო პირველი მოწამე იყო, ვინც 308 წელს აფხაზეთში, კერძოდ კომანში აღესრულა.