აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ტელეფონი: (+995 32) 295 03 24

ელ.ფოსტა: apkhazeti@mes.gov.ge ან meca@abkhazia.gov.ge

მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქუჩა №68, 0101, თბილისი, საქართველო

 

2023 წლის პროგრამები

 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული ლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარებას.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის საშუალო სკოლების მოსწავლეები და კურსდამთავრებულები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

ანათლების ხელშეწყობის პროგრამა

1. ქვეპროგრამა - სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება

ქვეპროგრამა ემსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სასწავლო პირობებისა და გარემოს გაუმჯობესებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების გათვალისწინებით სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების, ინვენტარის, საკანცელარიო ნივთების, თვალსაჩინოებებისა და ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მასალების შესაძენად ხდება თანადაფინანსება.

სამიზნე ჯგუფები:  აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის - გალის რაიონის სკოლები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

2. ქვეპროგრამა - ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა“

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული, ნიჭიერი, საზოგადოებრივად აქტიური სტუდენტი-ახალგაზრდების სწავლების ფინანსური მხარდაჭერა. 

სამიზნე ჯგუფები: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები, ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების აფხაზეთიდან დევნილი რეზიდენტები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

3. ქვეპროგრამა - საზაფხულო ბანაკი  

ქვეპროგრამის მიზანია მოზარდებში სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, დასვენების, განათლების, პოზიტიური ემოციებისა და განწყობისათვის გარემოსა და პირობების შექმნა.  

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის  საჯარო  და ოკუპირებული ტერიტორიის საშუალო სკოლების  მოსწავლეები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

4. ქვეპროგრამა - დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლება, აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მხარდაჭერა.  ცხადდება კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

5. ქვეპროგრამა - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის  სტიპენდია

ქვეპროგრამის მიზანია მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების დისციპლინების პოპულარიზაცია და სტუდენტების მხარდაჭერა. ცხადდება კონკურსი აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

სამიზნე ჯგუფები: მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

6. ქვეპროგრამა - შეხვედრები: ღვაწლმოსილ პედაგოგებთან, მედალოსან კურსდამთავრებულებთან, წარმატებულ სტუდენტ-ახალგაზრდობასთან

ქვეპროგრამა ემსახურება აფხაზეთის ღვაწლმოსილი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას, აფხაზეთის საჯარო სკოლებში პედაგოგების წახალისებას,  ახალგაზრდა თაობის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობას.

ქვეპროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ხდება აფხაზეთიდან დევნილი ღვაწლმოსილი და  აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო პედაგოგების დაჯილდოება. იმართება შეხვედრა წარმატებულ სტუდენტ-ახალგაზრდებთან და აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების მედალოსან კურსდამთვრებულებთან.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ტერიტორიის  პედაგოგები, კურსდამთავრებულები, აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები და აფხაზეთიდან დევნილი ღვაწლმოსილი პედაგოგები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

7. ქვეპროგრამა - თანაბარი შესაძლებლობები თანაბარი მზრუნველობა

ქვეპროგრამა ემსახურება შშმ მოზარდთა სოციალიზაციის პროცესს, სპეციალური მასწავლებლების  პროფესიულ გადამზადებას. ქვეპროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდების სოციალიზაცია,  ინტეგრაცია და სპეციალური და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთისა და ოკუპირებული გალის რაიონის საჯარო/საშუალო  სკოლების სპეციალური და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები/მშობლები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

8. ქვეპროგრამა - აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზური ენის პოპულარიზაცია და განვითარება აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური დახმარების გზით. ქვეპროგრამა ემსახურება აფხაზეთის საჯარო სკოლებში  არსებული აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფების მხარდაჭერას.

მიზნობრივი ჯგუფი: აფხაზეთის საჯარო სკოლების აფხაზური ენის პედაგოგები.  

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

9. ქვეპროგრამა - აფხაზეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

ქვეპროგრამა ემსახურება მასობრივი სპორტის განვითარებას ახალგაზრდებში. ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სასკოლო სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობა. 

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

10. ქვეპროგრამა - თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიასა და მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიები

ქვეპროგრამის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების განათლების ხელშეწყობა და წახალისება. ქვეპროგრამა ემსახურება  აფხაზეთიდან გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების სახელების უკვდავყოფას, რომლებმაც თავისი ცხოვრებით, საქმიანობით, თავგანწირვითა და სახელმწიფოს მსახურებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ქვეყნის ისტორიაში.

სამიზნე ჯგუფები: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული იძულებით გადაადგილებული პირები აფხაზეთიდან.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

11. ქვეპროგრამა - პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში

ქვეპროგრამა ემსახურება ახალგაზრდებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის ზრდასა და საინტერესო პროფესიის ფარგლებში საბაზო უნარების განვითარებას. ქვეპროგრამის ფარგლებში გალის რაიონში მცხოვრები პირებისთვის და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართება ონლაინ შეხვედრები, განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო ტურები, დაფინანსდება აფხაზეთის საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების მიმართულებით სკოლების ინიციატივები.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო სკოლების და გალის რაიონის საშუალო სკოლის მოსწავლეები/ახალგაზრდები. 

საკონტაქტო პირი:  ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

12. ქვეპროგრამა - აფხაზური ენის პოპულარიზაცია

აფხაზური ენის დაცვის, პოპულარიზაციისა და ფართო მასებში ცნობადობის ზრდის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში შეიქმნება ვიდეოკონტენტი, რომელიც გავრცელდება სოციალურ ქსელში.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზური ენით დაინტერესებული პირები, საზოგადოების ფართო მასები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროგრამა

 

1. ქვეპროგრამა - აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები მედიაპროექტში „ეტალონი“

ქვეპროგრამა ემსახურება აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეებში ცოდნის, განათლებისა და წიგნიერების  პოპულარიზაციას, ნიჭიერი ახალგაზრდების წაახალისებას. ქვეპროგრამის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა  მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ პოპულარულ ინტელექტუალურ პროექტში „ეტალონი“, წარმოაჩინონ საკუთარი რესურსი, ცოდნა და ინტელექტი.

სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეები.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39  

 

2. პროგრამა - გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ - ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებ

ქვეპროგრამა ემსახურება ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგებისა და ადმინტრაციულ-ტექნიკური პერსონალის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგებისა და ადმინტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება.

მიზნობრივი ჯგუფი: გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (საბავშვო ბაღები), მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი.

საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39

 

3. „აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერა“ პროგრამა

ქვეპროგრამი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების მხარდაჭერა და სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა.

მიზნობრივი ჯგუფი: აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერები, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტები, ასევე შესაძლებელია დაფინანსდეს მეცნიერი, რომელიც არაა აფხაზეთის მკვიდრი, მაგრამ მისი კვლევა თემატურად დაკავშირებულია საქართველოს ამ კუთხესთან.

საკონტაქტო პირი: ბესიკ ოდიშარია 577 09 22 30

 

კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის პროგრამა

1. ქვეპროგრამა - სალექციო კვირეული „აღმოაჩინე აფხაზეთი“

ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდების აფხაზეთის თემატიკით დაინტერესება, აფხაზეთის ისტორიის, კულტურის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. ლექცია-სემინარის მეშვეობით იმ საბაზისო ცოდნის მიცემა, რომელიც აფხაზეთის თემისადმი აქტუალიზაციის შემცირებასა და ინერტულობას აღმოფხვრის.

ღონისძიებები განხორციელდება სამ ლოკაციაზე. თითოეულ ლოკაციაზე განიხილება ერთდღიანი ლექცია-სემინარი, რომელსაც წარუძღვებიან ცნობილი ისტორიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და დარგის სპეციალისტები.

მიზნობრივი ჯგუფი: საჯარო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეები და სტუდენტები, დარგის სპეციალისტები, აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული პირები.

საკონტაქტო პირი: ნონა ქარაია 599 71 45 39

 

2. ქვეპროგრამა - ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“

ქვეპროგრამის მიზანია ცნობილი და დღემდე უცნობი უნიკალური ფოტოების „ცნობილი ადამიანები აფხაზეთიდან“ გაცოცხლება, სხვა რაკურსით წარმოჩენა და  დაინტერესებულ საზოგადოებამდე სწორი გზავნილების მიტანა.

ფოტოების მოძიებისა და გადარჩევის შემდეგ შესყიდული ფოტოები გამოიფინება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

აფხაზეთიდან გამოჩენილ, ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები საჩუქრებად გადაეცემა.

სამიზნე ჯგუფები: საზოგადოების ფართო ფენები.

საკონტაქტო პირი: ნონა ქარაია 599 71 45 39

 

3. ქვეპროგრამა - ონლაინ კლასი - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა

ქვეპროგრამის მიზანია ისტორიის, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ონლაინ კლასი მოიცავს არაფორმალური განათლების გზით, ხუთი თვის განმავლობაში (თებერვლი - ივნისი), კვირაში ერთხელ ორ ჯგუფთან 40-40 წუთის ხანგრძლივობით ისტორიის (მსოფლიო, საქართველო, აფხაზეთი), საერთო ეთნო კულტურის,  კულტურული და ბუნებრივი მემკვიდერობის (გარემოსდაცვითი საკითხები)   მიმართულებით სწავლების განხორციელებას. ბენეფიციართა რაოდენობა განისაზღვა 40 მოსწავლით (გალის რაიონის საშუალო სკოლები - 20 და  აფხაზეთის საჯარო სკოლები - 20).

სამიზნე ჯგუფებიაფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები, გალის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეები.

საკონტაქტო პირი: ნონა ქარაია 599 71 45 39

 

კულტურულ ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამა

1. ქვეპროგრამა  - ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია

ქვეპროგრამის მიზანია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგის განვითარების ხელშეწყობა, ხელოვანთა წახალისება, მხარდაჭერა, მოტივაციის ამაღლება და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია.

სამიზნე ჯგუფებისახვითი (ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა)  და გამოყენებითი ხელოვნების დარგში მოღვაწე პროფესიონალი მხატვრები.

საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სსიპ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო

 

2023 წლის პროგრამები

 

აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა

1. ქვეპროგრამა - კულტურული ინიციატივები

ქვეპროგრამის მიზანია ქართულ -აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია. მრავალფეროვანი და საინტერესო, ინიცირებული  პროექტების მხარდაჭერა.

სამიზნე ჯგუფი: დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

2. ქვეპროგრამა - ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ინკლუზიური პროექტები ხელოვნების სფეროს სხვადასხვა დარგში. ქვეპროგრამა ითვალისწინებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას და შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების მაქსიმალურ ჩართულობას კულტურულ პროცესებში.

სამიზნე ჯგუფი: დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

3. ქვეპროგრამა - საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა

ქვეპროგრამის მიზანია - მრავალფეროვანი და საინტერესო წიგნების გამოცემა აფხაზეთის თემაზე, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საწინდარი იქნება; ქართველი მწერლების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია; ახალგაზრდა მწერლების წარმოჩენა.

სამიზნე ჯგუფი: დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი ან  ნაშრომის ავტორი ფიზიკური პირი.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

4. ქვეპროგრამა - მე, აფხაზეთისთვის

ქვეპროგრამის  მიზანია იპოვოს და საზოგადოებას  მოუყვეს  საინტერესო ისტორიის მქონე ადამიანების შესახებ,  საზოგადოებამ  გაიცნოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან.

სამიზნე ჯგუფი: სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

5. ქვეპროგრამა - საახალწლო ზეიმი

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის საახალწლო განწყობისა და მხიარული ატმოსფეროს  შექმნა, რაც დადებითად აისახება მათ სულიერ განწყობაზე, საზეიმო ელფერს შემატებს მათ ცხოვრებას, განუმტკიცებს მომავლისადმი იმედს.

პროექტის სამიზნე ჯგუფი: 1000 ბენეფიციარი თბილისსა და რეგიონებში კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი, შშმ პირები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, ბავშვები მრავალშვილიანი ოჯახებიდან, სოციალურად დაუცველი დევნილი ბავშვები.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

6. ქვეპროგრამა - სიყვარულით, თქვენთვის

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთობის აღნიშვნა, თბილისსა და რეგიონში მცხოვრები დევნილი და შშმ ბავშვების  განვითარება/გახალისება; ახალგაზრდებში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

სამიზნე ჯგუფი: თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები დევნილი მოზარდები, შშმ ბავშვები საზოგადოების ფართო ფენა.   

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

7. ქვეპროგრამა -ფერწერა აფხაზეთიდან

ქვეპროგრამის მიზანია ფერწერის პოპულარიზაცია; დევნილი შემოქმედი ახალგაზრდების  შემოქმედებით ზრდა-განვითარება; ამაგდარი ადამიანებისთვის პატივის მიგება.

სამიზნე ჯგუფი: ხელოვანი ადამიანები, მხატვრები, მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდები/ახალგაზრდები; ღვაწლმოსილი ქალბატონები.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

8. ქვეპროგრამა - შემოქმედებითი  ზაფხული

ქვეპროგრამის  მიზანია  უფროსკლასელთა  შემოქმედებითი გემოვნების ამაღლება და აფხაზეთის გახსენება, ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების განვითარება და მათი პოტენციალის რეალიზება, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და ახალი შემეცნება.

სამიზნე ჯგუფი - 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდები, უფროსკლასელები.

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა 599 85 54 41

 

სპორტულ და ახალგაზრდულ საქმეთა ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა

1. ქვეპროგრამა - „სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ინიციატივების ხელშეწყობა

ქვეპროგრამის მიზანია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა პოპულარიზაცია/ განვითარება, სპორტული და ახალგაზრული ღონისძიებების ხელშეწყობა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მდგრადობის უზრუნველყოფა და მეტი ღონისძიების  დაფინანსება/თანადაფინანსება, ქვეპროგრამის ფარგლებში გამართული სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი ღონისძიებები,  ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერილი ტურნირები, ახალგაზრდული საქმეების განვითარება/ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფი:იურიდილი პირები (ააიპ, სსიპ, არასამთავრობო ორგანიზაციები, შპს.); საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციები, სპორტული ორგანიზაციები, სპორტული ასოციაციები, ოლიმპიური კომიტეტები, გუნდები, კლუბები.

საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39

 

2. ქვეპროგრამა - „აფხაზეთის სპორტული ტურნირები“

ქვეპროგრამის მიზანია ქვეპროგრამით უზრუნველყოფილი ტურნირები, აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების ხელშეწყობა ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით და მათი ჩამოშორება ქუჩის მანკიერი გავლენისაგან, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა.

სამიზნე ჯგუფი: აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული გუნდები. კერძო და კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილები და  სტუდენტები.

საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39

 

3. ქვეპროგრამა - „წარმატებულ სპორტსმენთა, სპორტის მუშაკთა გამოვლენა-დაჯილდოება

ქვეპროგრამის  მიზანია აფხაზეთის სპორტის დამსახურებულ და წარმატებულ სპორტსმენთა წახალისება, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთის სპორტის ტრადიციული სახეების პოპულარიზაციასა და განვითარებას.

სამიზნე ჯგუფი: აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენები, სპორტის მუშაკები, მათ შორის, სპორტული კლუბებისა და გუნდების წევრი აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენები და სპორტის მუშაკები, სპორტულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, ფედერაციები, სპორტული ორგანიზაციები.

საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39

 

4. ქვეპროგრამა - „ევროპული არდადეგები

ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება, პროექტის ინტეგრირება როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ-შემეცნებითი კომპონენტებით, თანასწორობისა და სოციალური  ჩართულობის ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფი: თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები (უფროსი კლასის მოსწავლეები, სტუდენტები).

საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39

 

5. ქვეპროგრამა - „სუფთა გარემო-ჯანსაღი ცხოვრება

ქვეპროგრამის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.

სამიზნე ჯგუფი: თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები  დევნილი და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოზარდები.

საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39

 

6. ქვეპროგრამა - „ნორჩი ფეხბურთელების საზაფხულო სკოლა

ქვეპროგრამის მიზანია ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე  მცხოვრები ნორჩი სპორტსმენების წახალისება და მათი მოტივაციის ამაღლება, ახალგაზრდა სპორტსმენებთან დაახლოება, ერთმანეთისთვის აზრთა გაზიარება და შთამბეჭდავი დასვენების მოწყობა, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების ჩატარება.

სამიზნე ჯგუფი: ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ნორჩი სპორტსმენები. 

საკონტაქტო პირი: შოთა გუტიკაშვილი 599 25 29 39

 

7. ქვ