აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი

ტელეფონი: (+995 32) 223 40 20

ელ.ფოსტა: justice@abkhazia.gov.ge

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №17ე, 0186, თბილისი, საქართველო

 

2024 წლის პროგრამები

  1. სამშვიდობო რესურსი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს  აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაძლიერებას და მათ შორის დიალოგის ხელშეწყობას.

ქვეპროგრამის მიზანია შერიგებაზე და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებაზე ორიენტირებული ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული, კვლევითი, სამართლებრივი დახმარების და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა; კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ობიექტური, რეალური ინფორმაციის გაცვლა, სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით პროექტების ინიციირება და მათი საშუალებით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გააქტიურება და გაღრმავება.

შემადგენელი კომპონენტები:

  • ტრენინგები, სემინარები, სასწავლო კურსები, მასტერკლასები, საჯარო ლექციები, კონფერენციები საინფორმაციო კამპანიები, გამოფენები;
  • სპორტული და ეკოლოგიური აქციები;
  • „აფხაზეთობის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები;
  • ნდობის აღდგენის, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისაკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობები.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოქალაქეები;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

  1. მშვიდობის ლაბორატორია

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის  ფართომასშტაბიანი დიალოგის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესის  გააქტიურებასა და დინამიურად წარმართვას, რაც კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი და ხელოვნურად გაღვივებული გაუცხოების დაძლევას, ურთიერთგაგების, ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრების საერთო ინტერესსა და სურვილს ეფუძნება.

ქვეპროგრამის მიზანია ქართული და აფხაზური საზოგადოებების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და  კონფლიქტების პრევენციის მიმართულებით ისეთი აქტივობების ხელშეწყობა, რომლებიც მხარს უჭერენ ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანებას  და ითვალისწინებენ ისეთი პროექტების ინიციირებას, რომლებიც უფრო დინამიურს გახდის სამშვიდობო პროცესს.

შემადგენელი კომპონენტები:

  • ონლაინ სასწავლო კურსები, პროფესიული სასწავლო კურსები, ტრენინგები;
  • საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სხვადასხვა ტიპის არაფორმალური შეხვედრები;
  • ვებინარები, კონფერენციები;
  • კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები;
  • სხვადასხვა სახის კონკურსები.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები;
  • საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილი თანამემამულეები;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება.

 

  1. სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, ექსპერტების, აკადემიური წრეების, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდებისა და მედიის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ჩართულობით იმ საჭიროებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერას.

ქვეპროგრამის მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავებული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და, ამასთანავე, ისეთი პროექტების შემუშავება, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ცოდნა, აიმაღლონ კომპეტენცია და გაიუმჯობესონ აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, შეისწავლონ დევნილი მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზები, მოცემულ, ადგილობრივ რეალობაში მოახდინონ მოსახლეობის მობილიზება და ღონისძიებების ორგანიზება ადგილობრივ დონეზე.

შემადგენელი კომპონენტები:

  • საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა; მათი საჭიროებებისა და ინტერესების იდენტიფიცირება;
  • სამოქალაქო ინტეგრაციის სივრცეების მოწყობა;
  • ვებინარები, კონფერენციები, ტრენინგები, ფორუმები, ვორქშოფები;
  • საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კულტურათაშორისი საერთაშორისო პროექტების განხორციელება;
  • დეოკუპაციის პოლიტიკის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ჩართულობით ღონისძიებების მოწყობა;
  • შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოებების მიერ გამოთქმული წინადადებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით პროექტების შემუშავება.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • ქართულ-აფხაზური საზოგადოება;
  • აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული საზოგადოება;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი;

 

  1. დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს დიასპორულ ორგანიზაციებთან  და დევნილ ემიგრანტებთან ურთიერთობების გაღრმავებას  და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას,  რომლებიც ხელს შეუწყობს დიასპორის, როგორც საერთაშორისო რესურსის გამოყენებას ქართულ-აფხაზურ დიალოგში.

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის ხელშეწყობა, მათი  პრობლემების იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების შესაბამისად საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება. ამასთანავე, აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაცია და აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობა (ამ მიმართულებით მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა).

შემადგენელი კომპონენტები:

  • ტრენინგები, სემინარები, სასწავლო კურსები, მასტერკლასები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, საინფორმაციო კამპანიები;
  • დევნილების საჭიროებებზე ორიენტირებული კვლევები;
  • დევნილ ქალთა გაძლიერების მიმართულებით პროექტები;
  • ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები.

ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:

  • აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება;
  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები;
  • სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები;
  • საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილი თანამემამულეები;
  • დიასპორული ორგანიზაციები;
  • აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული საზოგადოება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი - ნიკა ჩერქეზია, +995 511163473