აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
2023-02-24   |   
ზემო აფხაზეთის წარმომადგენლობა

ელ.ფოსტა: zemoafxazeti@gmail.com, nugpipia@gmail.com

მისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, პირველი სართული. 0186, თბილისი, საქართველო

საკონტაქტო პირი: ნუგზარ ფიფია 577 092 472

 

 

დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას ზემო აფხაზეთიდან იგპ–თა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა

 

პროგრამა  ითვალისწინებს ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების (არაუმეტეს 57 000 სარეიტინგო ქულა) ორ წლამდე ბავშვებისთვის კვების პროდუქტებისა და ჰიგიენის საგნების ერთჯერადი შესყიდვის ვაუჩერის წესით დაფინანსებას და ზემო აფხაზეთიდან დევნილი პენსიონერი და უმუშევარი პედაგოგებისთვის ერთჯერად ფულად დახმარებას.

პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახები,  პენსიონერი და უმუშევარი პედაგოგები.