ზემო აფხაზეთის წარმომადგენლობა

ტელეფონი: (+995) 577 092 472

ელ.ფოსტა: zemoafxazeti@gmail.com

მისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, პირველი სართული, 0186, თბილისი, საქართველო

 

2025 წლის პროგრამები

 

1. ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57 000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვების კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით დაფინანსება

1.1 ოჯახის ოთხ წლამდე ერთ ბავშვს - ერთი ვაუჩერი;
1.2 ოჯახს რომელსაც ჰყავს ოთხ წლამდე ტყუპები - თითოეულს ერთი ვაუჩერი;
1.3 ოჯახს რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი - დამატებით ერთი ვაუჩერი;
1.4 ოჯახს რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - ბავშვი– დამატებით ერთი ვაუჩერი;
1.5 ოჯახს სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია - დამატებით ერთი ვაუჩერი;
1.6 ოჯახს სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ომის ვეტერანია - დამატებით ერთი ვაუჩერი;
1.7 ოჯახს სადაც მშობელს აქვს მარტოხელა მშობელის სტატუსი - დამატებით ერთი ვაუჩერი.
1.8 ოჯახს სადაც ბავშვი და/ან მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირია - დამატებით ერთი ვაუჩერი.

წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განმცხადებლის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი)
ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);
დ) ბავშვის დევნილის მოწმობა (ასლი);
ე) ბავშვის მეურვის ან მზრუნველის პირადობის მოწმობა (ასლი);
ვ) არსებობის შემთხვევაში - მეურვის ან მზრუნველის დევნილის მოწმობა (ასლი);
ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველის ოჯახის სტატუსის და სარეიტინგო ქულების შესახებ, გაცემული არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა წარმომადგენლობაში განცხადების წარდგენამდე;
თ) არსებობის შემთხვევაში - ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის - ბავშვის შესახებ;
ი) არსებობის შემთხვევაში - ცნობა მშობლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ;
კ) არსებობის შემთხვევაში - ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ლ) არსებობის შემთხვევაში - სამი ან მეტი არასრულწლოვანშვილიანი ოჯახის ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
მ) არსებობის შემთხვევაში - ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;
ნ) არსებობის შემთხვევაში - ცნობა ონკოლოგიური ან სხვა მძიმე დაავადების შესახებ (ფორმა №100).

 

2. ზემო აფხაზეთიდან დევნილ, ამჟამად უმუშევარ ან პენსიონერი პედაგოგებისთვის ერთჯერადი  250 (ორასორმოცდაათი)  ლარის  დახმარების მიზნით 

წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ბ) განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი);
გ) განმცხადებელის ცნობა - საქართველოს შემოსავლების სამსახურიდან, იმის შესახებ რომ განმცხადებელი 2024 წლის 1 იანვრიდან არ იყო ნებისმიერი სახით გადასახადის გადამხდელი;
დ) ცნობა ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრიდან პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ.
ე) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.