აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2014 წლის 29 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

29 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თავმჯდომარეობდა.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა წარმოადგინეს ინფორმაცია 2014 წლის I კვარტალში შესრულებული მუშაობის ანგარიშის შესახებ. მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალური მიმოხილვის, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების მიერ 2014 წლის პირველ კვარტალში შესრულებული მუშაობის ანგარიშისა და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიმდინარე წლის I კვარტლის ანგარიშისა და დეპარტამენტის მიერ მოზიდული მატერიალური აქტივების დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გამოყენების შესახებ.

აფხაზეთის ა/რ მინისტრმა რეგიონალური მართვის საკითებში კონსტანტინე კუჭუხიძემ წარმოადგინა ინფორმაცია აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიების 2014 წლის პირველი კვარტალის მუშაობის ანალიზის შესახებ.

კატეგორიების მიხედვით გაიცა 115 000 ლარის მატერიალური დახმარება, მათ შორის სხვა მძიმე სოციალური მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის 13 400 ლარი გამოიყო.