აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2017 წლის 11 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპატრამენტის ინფორმაცია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ობიექტების ტექნიკური მდგომარეობისა და მასში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური პრობლემების შესახებ.

აგრეთვე მოისმინეს ინფორმაციები ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და მათზე რეაგირების შესახებ და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმებისა და მასში ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის  როლის შესახებ.