აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2013 წლის 10 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გატანილი იქნა სამი საკითხი. სამივე საკითხი დამტკიცდა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი: ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  აპარატის შექმნის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის #11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე".

პროექტის თანახმად მთავრობის აპარატის ახალი სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება; ექვსი დეპარტამენტის ნაცვლად აპარატში ყალიბდება სამი დეპარტამენტი და რამოდენიმე სამსახური.