აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2017 წლის 10 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ნუგზარ კვაშალს, ინგა ბერაძეს, გიგი გეგელაშვილს და ანსამბლ „დიოსკურია"-ს ხელმძღვანელს დავით ოკუჯავას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელები გადასცა. აღნიშნული სიგელები მათ საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად გამართული ღონისძიებების მხარდაჭერისა და მასში აქტიური მონაწილეობისთვის გადაეცათ.

მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ" და აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის დადგენილების პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" შექმნის შესახებ".