აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2018 წლის 31 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსულობებისა და მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების 2018 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

ასევე, განიხილეს კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ. პროექტის მიხედვით პრიორიტეტულად განისაზღვრა დევნილი მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებები. იზრდება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვის, დევნილთა სოციალური უზრუნველყოფისა და განათლების პროგრამები.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2018 წლის საშემოდგომო გაწვევის მიმდინარეობისა და აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული წვევამდელების გაწვევის გეგმის შესრულების შესახებ.