აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2019 წლის 8 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი რუსლან აბაშიძე უძღვებოდა. სხდომის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.

სხდომაზე განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ცვლილების პროექტი და სხვა მიმდინარე საკითხები.