2020-06-24 |
მთავრობის აპარატი
2020 წლის 24 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული 2019 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების უზრუნველსაყოფად სამინისტროებს შესაბამისი ზომების მიღება დაევალათ.