აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2020 წლის 21 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 6 თვის შედეგების შესახებ. ასევე, განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021-2024 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების დოკუმენტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.