აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2021 წლის 21 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

მთავრობის წევრებმა მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს ინფორმაცია 2021 წლის 7 აპრილს მდინარე ენგურზე საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას ტრაგიკულად დაღუპული მოქალაქეებისა და მათი  ოჯახების წევრებისათვის  დახმარების აღმოჩენის შესახებ.

განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტები დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის და გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესებისა და მინიჭების წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე,  ასევე, ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ.

სხდომაზე განიხილეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები.

ასევე, განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.