აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში აფხაზეთის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ივანე დოლიძემ მთავრობის წევრებს უწყების მიერ 2021 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

საანგარიშო პერიოდში უწყების მიერ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისა და ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი პროგრამა და პროექტი გამხორციელდა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში. სამინისტროში იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად შეიქმნა პროექტებისა და ბიზნეს წინადადებების ერთიანი ბაზა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში გაიხსნა მცირე საწარმოები, სადაც აფახაზეთიდან დევნილები დასაქმდნენ. უწყების მიერ საანგარიშო პერიოდში დამუშავდა სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაცია და მომზადდა საინფორმაციო ბიულეტენები.

გასვლით სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მთავრობის წევრები, აფხაზეთის მთავრობის აპარატის და აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს 6 თვის ანგარიში