აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2022 წლის 29 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა მოისმინეს აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 3 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ და სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები.