აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2023 წლის 27 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომის დაწყებამდე რუსლან აბაშიძემ და მთავრობის წევრებმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანს აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცეს. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. რუსლან აბაშიძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა მზადაა, აფხაზეთის მეომართა კავშირს სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებაში დაეხმაროს.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დევნილთა მიმართ ახალი რეგულაციების ამოქმედებასთან დაკავშირებით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიკაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2021-2022 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში განხორციელებული აუდიტორული შემოწმების შედეგები გააცნო.

სხდომაზე ასევე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ და მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენების მომზადების თაობაზე.