აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2023 წლის 24 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის წევრებს გააცნო ინფორმაცია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და ახალი სამედიცინო დაწესებულებების დაფუძნების თაობაზე.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგანმანათლებლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა სამშვიდობო პოლიტიკის გრძელვადიანი ხედვების შესახებ ისაუბრა.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

სხდომაზე, ასევე, განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები.