2023-06-07 |
მთავრობის აპარატი
2023 წლის 7 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის - პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ.
მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღისთვის“ საქართველოს და აფხაზეთის სახალხო არტისტის, გიორგი რატიანის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით.
სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები.