2023-07-31 |
მთავრობის აპარატი
2023 წლის 31 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
მთავრობის წევრებმა მოისმინეს აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის შესახებ და განიხილეს კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე.
სხდომაზე, ასევე, მოისმინეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის 2023 წლის 6 თვის ანგარიში.