აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2023 წლის 22 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.  მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

სხდომის მიმდინარეობისას მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მიმდინარე საკითხები განიხილეს.