აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2024 წლის 11 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი.

მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების თაობაზე.

სხდომაზე ასევე მოისმინეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისათვის უფლებამოსილების დელეგირების მინიჭების თაობაზე ხელშეკრულების პროექტის შესახებ ინფორმაცია.

განიხილეს აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.