2025-02-26 |
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებთან და სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.
სხდომის ფორმატში, მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მინისტრები, მათი მოადგილეები და მრჩევლები შედიან.
სამუშაო ჯგუფის წევრები უკვე გაემგზავრნენ სტიქიის ზონაში - სამეგრელოს ზემო-სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში, სადაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად განახორციელებენ დროებით დევნილი მოსახლეობის განსახლების ადგილებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების ინდენტიფიცირებასა და მასზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ.
„ქვეყანაში არსებული რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის და აფხაზეთის მთავრობის ცხელ ხაზზე, 143-ზე, შემოსული შეტყობინებებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება მთავრობის საგანგებო სხდომა ჩამეტარებინა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და გავდივართ სამეგრელო ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში, რათა ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.