აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2015 წლის 31 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

31 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე წარდგენილ იქნა და განიხილეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 18 თებერვლის #8 განკარგულებით დამტკიცებული მთავრობის სამუშაო გეგმის შესრულების მდგომარეობის შესახებ.

მთავრობის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების მდგომარეობის შესახებ.

სხდომაზე განიხილულ იქნა საკითხი საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, ოთარ ზუხბაიას დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიების გეგმის შესახებ.