აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2013 წლის 16 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მურად აბლოთია დაესწრნენ.

სხდომა გაცნობით ხასიათს ატარებდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დავით დარახველიძეს აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა გააცნო. დავით დარახველიძე აფხაზეთის მთავრობის წევრებს დევნილთა სფეროში მიმდინარე პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე და განსახორციელებელ ღონისძიებებზე ესაუბრა.

უწყებების ხემძღვანელები მომავალში მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.